ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტი სამცხე-ჯავახეთში - "ქართულ ოცნებას" მოუწევს განმარტების გაკეთება, ეს არის სახელმწიფოსთვის რთული და მნიშვნელოვანი თემა"
პოლიტიკა - 18:00, 24 Jan, 2019     555

„ევროპული საქართველო“ მმართველი პოლიტიკური პარტიისგან განმარტებას ითხოვს - საქმე ეხება სამცხე-ჯავახეთში, ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილისთვის ძეგლის დადგმასა და ღონისძეებაზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის დასწრების ფაქტს.

ირაკლი კიკნაველიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ სოფელ ბუგაშენში მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის დადგმა არასწორი, გაუთვლელი, გაუაზრებელი დაუფიქრებელი საქციელია.

"სამწუხაროდ, ჩვენს ორ მოძმე სახელმწიფოებს შორის ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს. სახელმწიფოს პოზიცია ამ თემაზე ცნობილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ვემხრობით ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. რაც შეეხება ძეგლის გახსნას, ეს არის არასწორი, გაუთვლელი, გაუაზრებელი დაუფიქრებელი საქციელი, მით უმეტეს, სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში აქ სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. ენზელ მკოიანის სახელს სხვა კონტექსტში აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ ძეგლის გახსნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრო. ზოგადად, რაც შეეხება ენზელ მკოიანს, ეს არის ძალიან საშიში მოვლენა ქართული სახელმწიფოსთვის. მას პრაქტიკულად არ ეხება მართლმსაჯულება, უნდა გავიხსენოთ მის მიერ ორგანიზებული დანაშაულებები, მათ შორის ახალქალაქში. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ამ თემაზე განმარტებების გაკეთება, რადგან ეს საკითხი ხელწამოსაკრავი თემა არ არის, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის რთული და მნიშვნელოვანი თემაა. ამიტომ მმართველმა პარტიამ უნდა განმარტოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ ესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები ამ ღონისძიებას"- აცხადებს კიკნაველიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42