“ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკის კატასტროფული ზრდაა, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რიგ შემთხვევაში იგი გაორმაგებულია და გასამმაგებულიც კი. როცა სამინისტრო კრიმინალთან შედის გარიგებაში იმის გამო, რომ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი მეორე ტურში გაიყვანოს, რა თქმა უნდა შედეგს ისეთს მიიღებ, როგორც ამ უწყების მიერვე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნაჩვენები. ბატონ გიორგი გახარიას, თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარუმატებელი მინისტრი.
დანაშაულის საერთო რაოდენობაში, 2018 წლის 11 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია 19706-ით, მატება +58.08%. საერთოდ კი 2018 წლის 11 თვის განმავლობაში სულ ჩადენილია 53637 დანაშაული, მათგან გაიხსნა 18467.
მკვეთრადაა გაზრდილია შემდეგი სახის დანაშაული:
ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული +4918 (100.29%);
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა +21 (190.91%)
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +1816 (253.63%); 304.42%-ით გაიზარდა მუქარის შემცველი დანაშაული.
2017 წლის 9 თვეში ასეთი დანაშაულის სულ 407 ფაქტი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1646;
2018 წლის 11 თვეში საკუთრების წინააღმდეგ სულ ჩადენილი 22524 დანაშაულიდან გაიხსნა 5452 (24.21%);
ბინაში შეღწევით ქურდობის 2227 ფაქტიდან მხოლოდ 289 გაიხსნა (12.98%); თავისუფლების უკანონო აღკვეთის 118 ფაქტიდან გაიხსნა 33 (27.97%); სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 307 ფაქტიდან გაიხსნა 2 (0,65%); ასევე, იკლო განზრახ მკვლელობის გახსნის მაჩვენებელმა – 2017 85.07%, 2018 – 65.22%.
დანაშაულის ზრდა ქვეყანას მკვეთრად შეულახავს იმიჯს ტურიზმის მიმართულებით, რომლითაც ასე ძალიან იწონებს თავს “ქართული ოცნების” ხელისუფლება. კრიმინოგენული მდგომარეობის ასეთი მკვეთრი გაუარესების მიზეზები შეიძლება იყოს არაერთი პრობლემა, განსაკუთრებით კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, არაპროფესიონალიზმი მმართველობით რგოლში, კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რადიკალური რეფორმების გატარება ძალოვან უწყებებში, რომ გამოსწორდეს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე და ბევრად უარეს შედეგს მივიღებთ ვიდრე დღეს გვაქვს”-გიორგი ხაბურზანია
მასალის გამოყენების პირობები






