საპარლამენტო უმრავლესობა დღეს „ქართული ოცმენის“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ნუკრი ქანტარიამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა გუნდის გაერთიანების გზა აირჩია:
პროცესი არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ჯანსაღი ეტაპი იწყება „ქართულ ოცნებაში“ და დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ავტორი თავად, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა აწონილი. ერთი რამ უდავოა, ჩვენ მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო. იყო საქმიან რეჟიმში ჩატარებული შეხვედრა. ძალიან შინაარსიანი საუბარი ხვალაც გაგრძელდება და გამიჩნდა დიდი რწმენა, რომ შევჯერდებით და ისეთ მოსამართლეებს შევარჩევთ უზენაეს სასამართლოში, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების მაღალ ნდობას“, - განაცხადა ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






