"თქვენგან გავიგე, რომ ის 10 თვის განმავლობაში აქ იყო" - არჩილ თალაკვაძე ძებნილ ჯეკ შეპარდზე
პოლიტიკა - 16:56, 24 Jan, 2019     968
საქართველოში მყოფი საერთაშორისო ძებნილის, ჯეკ შეფარდის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მისი თქმით, მან ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ ჯეკ შეპარდი 10 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. თალაკვაძე არ ეთენხმება ოპოზიციას, რომელიც ამ და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ჩამოშლილია:


"მე ვფიქრობ, ის განცხადება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ჩამოშლილია, როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობაში მოდის ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორთან. პირველი ის, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქვს პირიქით, უსაფრთხო ქვეყნის შეფასება, საქართველოს აქვს მზარდი ტურიზმი, რაც ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა და მყარი პოზიციები საერთაშორისო ფორმატებში. შესაბამისად, როგორც თქვენ მეკითხებით უსაფრთხოების ჩამოშლაზე, ეს ყველაფერი არ მიუთითებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ადამიანს, მე თქვენგან გავიგე, რომ ის 10 თვის განმავლობაში აქ იყო და ელოდებოდა სამართალდამცველებს, როდის დააკავებდნენ მას. რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ შს სამინისტრომ სათანადო რეაგირება მოახდინა ცირკულარზე და ასევე ცნობილია, რომ საექსტრადიციო პროცედურები იყო დაწყებული."-განაცხადა თალაკვაძე.

ჯეკ შეპარდი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საქართველოში 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ის სამართალდამცველებზე ადრე „კურიერმა“ იპოვა და ინტერვიუც ჩაწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42