იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე, სერგო მეთოფიშვილზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა იმსჯელოს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე:
„მე მგონი დროა, მეთოფიშვილთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარებისთვის დრო არ დავკარგოთ და იუსტიციის საბჭომ იმსჯელოს ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გაიხადა მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია. ამიტომ, მე მივმართავ იუსტიციის საბჭოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად კონსტიტუციას გადააბიჯა და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ ადამიანზე, ამიტომ მე ნუ დამაკარგვინებთ დროს მეთოფიშვილის გამონათქვამებზე რომ სერიოზულად ვიფიქრო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
გააკეთა.მეთოფიშვილმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, დეპუტატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრები მოსამართლეების მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






