ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილით კმაყოფილია - "მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის... კარგად უძღვებოდა სხდომას"
პოლიტიკა - 16:28, 24 Jan, 2019     1887
როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და როგორც ცნობილი გახდა, დეპუტატები ხვალაც შეიკრიბებიან.

ეკა ბესელიას თქმით, ის დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები. ბესელიამ კმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის მიერ პროცესის წაყვანასთან მიმართებით, არა ერთხელ გამოხატა:

„ჩემი პირველი ემოცია და განწყობა რაც მინდა გაგიზიაროთ არის ის, რომ ემ ამ შეხვედრის შინაარსით, ფორმატით და იმითაც, რომ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პირადად ჩემს არგუმენტებზე და პოზიციებზე იმდენი ხანი, რამდენი ხანიც მჭირდებოდა, კმაყოფილი ვარ, მე მგონია რომ კარგი და საჭირო შეხვედრა იყო, პირველ რიგში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ შეხვედრის მოდერაციას აკეთებდა და აკეთებდა ძალიან კარგად, გვქონდა რამდენიმე ადამიანს შესაძლებლობა, გვეთქვა რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას და მოსამართლეთა შერჩევის საკითხს, დღეს ვერ დავასრულეთ ეს საუბარი. შეიძლება რამდენიმე დღეც კი გახდეს საჭირო რომ შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, მას შეხვედრაზე მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გააჟღერა რაც მანამდე ჰქონდა:

„მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან დაკავშირებით რაც მქონდა და მას არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, როგორ უნდა წარიმართოს, კრიტერიუმები როგორი უნდა იყოს, ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას. რამდენიმე პრინციპული საკიხია. პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, ის ძალიან კარგად უძღვებოდა ამ სხდომას, კარგ მედიაციას ახდენდა ამ პროცესის და გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა ყველაფერი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ვინმეს გარიცხვასთან დაკავშრებით საუბარი არ ყოფილა:

„გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ ყოფილა ამ საკითხებზე საუბარი. ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მართლა მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, არ იყო ამ პროცესის მედიაცია მარტივი, მისი მზაობა და პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსესუსუი“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42