სხდომა განცხადებებით დაიწყო, ურთიერთბრალდებები კი ხმაურში გადაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა ოქუაშვილისთვის მანდატის შეჩერების საკითხის გადადებას დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლამდე ითხოვდა. მათივე თქმით, ზაზა ოქუაშვილი პოლიტიკური დევნილია.
ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში„პატრიოტთა ალიანსის“პარტიული სიით მოხვდა. მან აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, სხდომაზე ოქუაშვილის განცხადების დედანი კი არა, ასლი იყო წარმოდგენილი, რაც უკანონობაა.
„ომეგაჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს და სახელმწიფოს შორის უთხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. „ომეგა“ აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა. ამას ადასტურებდა ფარული ჩნაწერები, რომელიც „რუსთვი 2“- გაასაჯაროვა.
მასალის გამოყენების პირობები






