„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პრაქტიკულად მთელი დრო დავუთმეთ სასამართლოსთან დაკავშირებით მსჯელობას. ყველას ქონდა შესაძლებლობა, რომ თავის აზრი გამოეთქვა და ვფიქრობ, რომ პროცესი უკვე უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს და არის რესურსი ძირითად პრინციპებზე შეთანხმების, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ სამუშაო პროცესში და ვიხელმძღვანელოთ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს, გადაწყვეტილების მიღების თვალსაზირისით.
შეხვედრა და მსჯელობა გაგრძელდება ხვალაც, ვინაიდან მსჯელობა არაა დასრულებული. ვიტუოდი, რომ ეს მსჯელობა იყო კონსტრუქციული, რაც მთავარია გუნდში არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურება სასამართლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






