გაერთიანების ჯანდაცვის მიმართულების წევრი მანანა ჯებაშვილის თქმით, ქვეყანაში პრეპარატების, ვაქცინის და პირბადეების დეფიციტი შეიქმნა.
„ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა გრიპის აფეთქებას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა დეფიციტი შეიქმნა ანტივირუსული პრეპარატების. გარდა იმისა, რომ იყო დეფიციტი ფასი იყო არახელმისაწვდომი. შემდეგ ვნახეთ, რომ ვაქცინების დეფიციტი შეიქმნა. იქამდე მივედით, რომ პირბადეების დეფიციტი იყო, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა,რომ მართვა იყო ძალიან სუსტი“-აცხადებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია"-ს ჯანდაცვის მიმართულების წევრი მანანა ჯებაშვილი.
სერგო ჩიხლაძის თქმით, მათ აინტერესებთ, კონკრეტულად რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან თებერვალში ვირუსის გავრცელების რისკი ისევ მაღალი რჩება.
"აქამდე რაც ვნახეთ არის ის რომ არანაირი სამოქმედო გეგმა არ იყო და ასე მოქმედებდა სამინისტრო და მასთან დაქვემდებარებული უწყებები ძალიან არაკოორდინირებულად მოქედებდნენ. მართვა იყო ძალიან საცოდავი"- აცხადებს ის.
მასალის გამოყენების პირობები






