„უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია“ - რომან კაკულია
პოლიტიკა - 14:14, 24 Jan, 2019     2749

უმუშევრობის კომპენსაციის მექანიზმი - აღნიშნული ინიციატივით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოდის.

კაკულიას თქმით, მას აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან უკვე ჰქონდა. მისივე განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანია:

“უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომ ადამიანისთვის, რომელიც დაკარგავს სამსახურს, მის მიმართ გვქონდეს პასუხი - რა ვუთხრათ “საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არ გვაქვს?” მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სიმბოლურად უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია, რომელიც შეკრავს ლოგიკას. თუ ჩვენი ღია, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, რომელიმე კომპანია დაკარგავს კონკურენტუნარიანობას და მისი პროდუქტი აღარ იქნება ბაზრისთვის მიმზიდველი, იქ დასაქმებულთა მიმართ უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი.

უმუშევრობა როდესაც დგება სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი, ეს უნდა იყოს კომპენსაცია და სწავლებები, რათა ადამიანი ახალ უნარებს დაეუფლოს, რაც მას შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგება.

ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა. თუ მომავალში გაჩნდება ეს შესაძლებლობა, მე ამას მივესალმები. ჩემი აზრით, არის ბიუჯეტში მრავალი ხარჯი, რომლის შემცირებაც არის შესაძლებელი. მე ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტრომაც იცის ჩემი პოზიცია, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სამსახურებიც გაუქმდება იმის გამო, რომ მათმა დამსაქმებლებმა ვერ შეძლეს კონკურენციაში შესვლა უცხოურ საწარმოებთან, მათთვის ჩვენ პასუხი უნდა გვქონდეს. მაგალითად, რა პასუხი უნდა გვქონდეს აგარის შაქრის ქარხნის დასაქმებულებთან, რომლებიც სახლში წავიდნენ? შესაძლოა, პირველ ეტაპზე კომპენსაცია არ იყოს იმ ოდენობის, რაც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება,”- ამბობს კაკულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42