პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ, ისინი პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე შესვლამზე ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, მმართველი გუნდი მივა დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მოსამართლეთა 10-კაციან სიას ხმა მისცეს, საკუთარი ნებით გადადგებიან:
„მე მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ალბათ ვიმსჯელებთ საკმაოდ ბევრს, საკმაოდ შინაარსიანად და დიდი იმედი მაქვს, რომ მივალთ საერთო დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, ვინც ხმა მისცა 10-კაციან სიას, თავის ნებით გადადგებიან და დატოვებს თანამდებობას.
მგონი, პარტიის თავმჯდომარეს რისი თქმაც უნდოდა, თავის განცხადებაში მკაფიოდა თქვა და მე დღეს რას ველოდები, ეს უკვე გითხარით. იქნება შინაარსობრივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც 97 პროცენტს კეთილსინდისიერებაში უწერენ ლევან მურუსიძეს იმ გადაცემის მერე, რომელიც ეთერში გავიდა, ალბათ, ბოდიშს მოუხდიან საზოგადოებას და შეიძლება 100 ქულაც კი დაუწერონ კეთილსინდისიერებაში, ამას რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ. ვფიქრობ, შევძლებთ შევჯერდეთ და ჩვენი მოსაზრება ჩამოვაყალიბოთ უმრავლესობამ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და უნდა გადადგნენ, რადგან ისინი ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას ქვეყანაში”, - განაცხადა კობერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






