ჩინჩალაძის და მურუსიძის კლანის მხარდაჭერა იქნება ღალატი... არსად წასვლას არ ვაპირებ - გედევან ფოფხაძე
პოლიტიკა - 11:33, 24 Jan, 2019     841

"ქართული ოცნების" წევრი, გედევან ფოფხაძე, ამბობს, რომ "ჩინჩალაძისა და მურუსიძის კლანის მხარდაჭერა იქნება ღალატი".

ფოფხაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი როსტომ მეფის სასახლეში შესვლამდე გააკეთა და თქვა, რომ სხდომაზე საკუთარი პოზიციის დასაცავად მივიდა და არსაიდან აპირებს წასვლას.

„ჩემი გუნდი არის ადამიანთა ერთობა, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით. ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. მგონი, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მხარდაჭერით გავხდები ამ ადამიანების მოღალატე. ვფიქრობ, ჩემი გუნდის, ხალხის და ქვეყნის ერთგული ვიქნები იმით, რომ პრინციპულად დავიცავ პოზიციას, რომელიც სწორია. არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია, მოვედი ამ პოზიციის დასაცავად... ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამკვიდრებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას, არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი“, - ამბობს ფოფხაძე.

დეპუტატი არ ელის, რომ დღეს მისი ან სხვა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების გარიცხვის საკითხი დადგება.

„თუ შეიცვლება დღის წესრიგი არ ვიცი... სხვა თემებზე აქცენტების გადატანა იქნება არასწორი, გვაქვს ერთი კონკრეტული მიზანი, ღირსეული ადამიანები მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ყველა.

კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის და საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსი ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს, უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ ღირსეული ადამიანები, არ შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეთ,“-თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42