„არ მგონია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იყოს. დღეს ჩვენ აქ წარმოვადგენთ იმ ხალხს, ვინც მეორე ტურში მოვიდა და მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ჩვენს პლატფორმას. დღევანდელ ჩვენს პოზიციას ამაგრებს არამხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის ასი პროცენტი, არამედ, სრულიად საქართველოს მოქალაქეების კონსესუსი.
არ იქნება ერთი ნაბიჯით უკან დახევა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესი რომელიც პარლამენტშია დაგეგმილი წარიმართოს ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა. შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილები.
ჩვენი პოზიცია არის მარტივი, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს ჩინჩალაძეს, ვინც არ უნდა ფიქრობდეს, რა მოხდა, გავიდნენ მოსამართლეებად, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა, ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, 2012 წლის პირველი ოქტომბრის დაკვეთასთან.
ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ექნება ნდობა, ის სია, რომელიც იყო წარმომადგენელი არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის,“-ა განუცხადა ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






