„დაუსაბუთებელი განცხადებები მიუღებელია, უარი თქვან გაძვირებაზე და დაასაბუთონ რასაც ზეპირად აცხადებენ" - ბექაური "სილქნეტზე" და "მაგთიკომზე"
პოლიტიკა - 11:13, 24 Jan, 2019     697
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომპანიების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მისაღები და დამაჯერებელი არ არის. კახა ბექაური კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანიებს თუ მათ მართლაც სურთ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, შეაჩერონ ტარიფების გაზრდის პროცესი და რეალური არგუმენტები საქმიან გარემოში გააცნონ კომისიას.


„მე მქონდა მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა, ეს სატელეფონო კომუნიკაცია იყო. იცით, რომ კომისიამ მიმართლა ორივე კომპანიას უარი ეთქვათ ტარიფების გაძვირებაზე, ჯერ-ჯერობით დღევანდელი მოცემულობით და „სილქნეტის" განცხადებით იკვეთება, რომ ამ მიმართვის გათვალისწინება არ მომხდარა. ჩემთვის არ არის მისაღები არც ერთი ზეპირი და თუნდაც წერილობითი დაუსაბუთებელი განცხადებები, ზუსტად ეს მოვთხოვე ოპერატორებს, რომ უარი თქვან კონკრეტული თარიღებიდან გაძვირებაზე, გადმოვიდნენ სამუშაო რეჟიმში და დაასაბუთონ ის, რასაც ესე ზეპირად, დაუსაბუთებლად წერილობით ამბობენ", - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, კომისიის მონაცემებით ბაზარზე ამის საჭიროება არ დგას და კომპანიების არგუმენტი, რომ დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ ტარიფის გაზრდის არგუმენტი ვერ იქნება.

„ჩემი მონაცემით არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ტარიფის გაზრდის საცალო ბაზარზე, მაგრამ თუ კი ასეთი არის, ან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და დამატებით საჭირო არის ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი ასაბუთებენ რაღაცას, კი ბატონო, ჩვენ ამისთვის მზაობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც მოვისმენთ დასაბუთებებს, თუ რატომ ახდენენ ისინი საცალო ფასების ზრდას. ღია ვართ ამისთვის, თუმცა იმის ნაცვლოდ, რომ ჩვენს შეთავაზებაზე თანხმობა ეთქვათ და გადმოსულიყვნენ სამუშაო რეჟიმზე, ჯერ-ჯერობით ისინი არ არიან ამ პროცესში და ისევ იმეორებენ, რომ კონკრეტულ თარიღში გაზრდიან ფასს. რადგან კომპანიები სამუშაო რეჟიმზე არ გადმოსულან კომისია მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იწყებს კვლევას, რომ დავადგინოთ ოპერატორებისთვის ზედა ზღვრული ტარიფები",- აცხადებს კახა ბექაური.

შეგახსენებთ, „ჯეოსელის“ აბონენტებს ტარიფი ეზრდება. კომპანია, „სილქნეტის“ ცნობით, რომელმაც „ჯეოსელი“გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. მომხმარებელს ახალ სატარიფო პოლიტიკას შესთავაზებს „მაგთიც“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42