ეკა ბესელია როსტომ მეფის სასახლეში მივიდა - რას ამბობს დეპუტატი უმრავლეოსბიდან შესაძლო გარიცხვაზე
პოლიტიკა - 11:07, 24 Jan, 2019     1284
განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - როსტომ მეფის სასახლეში, სადაც ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის წევრებს ხვდება, დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტი, ეკა ბესელიაც მივიდა.

უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თანაგუნდელებს პარტიულ და სახელმწიფოებრივ საკითხებს შორის განსხვავების დანახვას ურჩია.

დეპუტატის თქმით, ის დღევანდელი შეხვედრიდან ელოდება, რომ სხდომაზე საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტირებული მსჯელობა გაიმართება.

„ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა და ძალიან მინდა და მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც პირველია უმრავლესობის ამ ფორმატში დეკემბრის ბოლო კვირის შემდეგ, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმირების საკითხი.

მე ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ, მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლებოდა ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს მე მგონი ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს, არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო ასევე იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე,“- განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორი მოლიდინი აქვს დეპუტატს, გარიცხავენ თუ არა მას პარტიიდან, რაზეც ეკა ბესელიამ თქვა, რომ საკითხზე არ ფიქრობს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმება ხოლმე თქვენგან. იმიტომ, რომ თუ რაიმეს ადგილი ჩემს გონებაში არ არის და რაიმეზე არ ვფიქრობ საერთოდ, ეს არის ერთადერთი ეს საკითხი და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი, რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, ამაზეც ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება გუნდის მხარდაჭერა, შეხიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს ცოტა სხვადასხვა რამეა.

„მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას, რომელია მთავარი კითხვა? ჩემთვის გულწრფელად გეუბნებით, მთავარი კითხვა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა. მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათ ხარისხის კითხვა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42