ოცნების "შავი ხუთშაბათი" დაიწყო - როსტომ მეფის სასახლეში ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობას ხვდება
პოლიტიკა - 10:51, 24 Jan, 2019     1257
როსტომ მეფის სასახლეში მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრა იწყება. შეიძლება ითქვას, რომ "ოცნების" დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილი "შავ ხუთშაბათს" უწყობს.

საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედს დღეს გადაწყვეტს.

შეხვედრას დაესწრებიან როგორც ეკა ბესელია, ასევე, მისი თანამოაზრეებიც.

სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან დაპირისპირება და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება.

როსტომ მეფის სასახლესთან უკვე მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

"იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ"- უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

„იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

როსტომ მეფის სასახლეში იმყოფება სიმონ ნოზაძე. მისი თქმით,არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ პარტიიდან დეპუტატებს გარიცხავენ.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს. რადიკალური გადაწყვეტილებები არა მგონია მიღებულ იქნეს იმ თვალსაზრისით, რასაც ახლა თქვენ გულისხმობთ. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული“, - განაცხადა ნოზაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42