„რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ?“-სერგი მეთოფიშვილის მიმართვა ხელისუფლებას
პოლიტიკა - 10:39, 24 Jan, 2019     1254

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს.

მეთოფიშვილი ადრესატებს მოუწოდებს ნუ იქნებიან „პასიური მაყურებლის როლში“ და ყურადღება გაამახვილონ იმ განცხადებებზე, რომლიც მოსამართლეების მისამართით ისმის.

მისი თქმით, დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით.

„მე ადრე უკვე ვთქვი, რომ რასაც ბოლო პერიოდში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, ასევე პოლიტიზირებულ სულხან სალაძესთან, ანა დოლიძესთან, ნაზიბროლა ჯანეზაშვილთან, ასევე, რამოდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!

თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, აშკარად დაიწყო მოსამართლეების დევნა, ამასთან, ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით! ასე მაგალითად, გედევან ფოფხაძემ გიშინ დაჭერით დაემუქრა მოსამართლეებს!

მანამდე ზემოთ მითითებული პირები ითხოვდნენ, რომ სასამართლოში უნდა განხორციელდეს წმენდა! ითხოვდნენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს! ითხოვდნენ კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას! ითხოვდნენ საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას და ა.შ..

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში პოლიტიზირებული NGO-ს წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. “კლანის წევრები” მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (სულ, დაახლოებით 25 მოსამართლე) გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან! (გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ სიტყვებზე - “საზოგადოების ზეწოლით”!!!)

გუშინ საღამოს ქუჩაში გამვლელმა ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხეს გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას. ამის შემდეგ მითხრეს: “ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ!”

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო:

1. ასეთი მუქარებით ვერავინ ვერ შემაშინებს! გადადგომას და არსად წასვლას არ ვაპირებ!

2. ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება:

- ეკა გიგაურს;

- სულხან სალაძეს;

- გიორგი მშვენიერაძეს;

- სოფო ვერძეულს;

- ანა დოლიძეს;

- ნაზიბროლა ჯანეზაშვილს;

- ეკა ბესელიას;

- ლევან გოგოჩაიშვილს;

- გედევან ფოფხაძეს;

- ლევან კობერიძეს;

- დავით ჭიჭინაძეს;

- გია ხუხაშვილს;

3. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ...

მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას!

მინდა მივმართო ჩვენ საეართაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს!

ბატონებო და ქალბატონებო!

ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია!!!

უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მისამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!!

ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში!!!

რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ?“- აცხადებს მეთოფიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42