თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა
პოლიტიკა - 10:34, 24 Jan, 2019     876

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს იზეიმებს - 1999 წლის 27 აპრილს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს რიგით 41 წევრი ქვეყანა. მხარეებმა ისაუბრეს იმ განვლილ გზაზე, რომელიც გაიარა საქართველომ 1999 წლიდან დღემდე, იმ რეფორმებზე და წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის მანძილზე.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის შემდგარი ქვეყანა, ის არა მხოლოდ ძალიან შორს არის ოცი წლის წინანდელი მდგომარეობისაგან, არამედ არის ძლიერი და საინტერესო ქვეყანა, რომელმაც შეძლო და განახორციელა ბევრი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები დადო დემოკრატიული განვითარების მიმართულებით და არის რეგიონში სამაგალითო.

ევროპის საბჭო გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად არის ახალი ქვეყანა, რომლის წარმატებებს არამარტო ევროსაბჭო, არამედ ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი აღიარებს. ის არის წინსვლისა და რეფორმების საუკეთესო მაგალითი რეგიონში და მას შეუძლია ქონდეს ევროსაბჭოს სრული მხარდაჭერის იმედი, მათ შორის, პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საქმეში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველო პირველად ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, ამასთანავე, აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილე.

2019 წლის 27 აპრილს საქართველო აღნიშნავს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. საქართველოს პარლამენტში გაიმართება საგანგებო სესია, რომელიც მიეძღვნება ამ მნიშვნელოვან თარიღს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვოიცეხ სავიცკი საქართველოში სტუმრად მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42