როსტომ მეფის სასახლეში ხვალ ხმაურიანი სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედს დღეს გადაწყვეტს.
„ნაწილობრივ პროცესმა დაადასტურა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. მე აღარ მინდა ნიშნის მოგებით საუბარი, მაგრამ ის, რომ მოსამართლეებმა გაიტანეს თავის კანდიდატურები, ჩვენ ამით დავუბრუნდით საწყის პოზიციას. სულ რომ იდეალური სია ყოფილიყო, დაწყებულიყო ილია ჭავჭავაძით და დამთავრებულიყო ნიკო ნიკოლაძით, ასეთი ფორმით ჩვენ ეს სია მაინ არ უნდა განგვეხილა იმიტომ, რომ არასწორი იყო.
ის ადამიანები, რომელსაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, არ უნდა ვიყოთ ამ პროცესებიდან გვერდით გაწეული, ესეც არ იქნება სწორი, რაღაც მიზეზებით და პრეტენზიებით. ყველა უნდა გახდეს ამ პროცესის მონაწილე,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.
დღევანდელ შეხვედრას დაესწრება ეკა ბესელიაც, რომელმაც სტრასბურგში ვიზიტი სწორედ დღევანდელი სხდომის გამო შეწყვიტა.
მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია საჯაროდ გააკრიტიკა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტიიდან გარიცხონ.
ცნობილია, რომ ეკა ბესელია განცხადების გაკეთებას ივანიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე გეგმავს.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






