სამცხე-ჯავახეთში, ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილეს ძეგლი დაუდგეს - გახსნას "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი ესწრებოდა
პოლიტიკა - 22:16, 23 Jan, 2019     4175

"რა დამოკიდებულება ექნებოდა საქართველოს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიაზეც ვინმე ვლადისლავ არძინბას ძეგლს დადგამდა?" - ამ კითხვით იწყებს სტატიას საერთოკავკსიური გაზეთი "კავკასპლიუსი" რომელიც ეძღვნება სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ბუგაშენში, ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური მონაწილის, მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის დადგმის საკითხს.

ძეგლი 20 იანვარს გაიხსნა, რასაც სტატიის ავტორი განსაკუთრებით უსვამს ხაზს:

"ძეგლის გახსნის თარიღი შემთხვევითი არ არის - 20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება, როდესაც დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე," - ნათქვამია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ძეგლის გახსნას დაესწრნენ სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საქართვეკლოს პარლამენტის წევრები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირა ირიციანი.

მიხეილ ავაგიანი ბუგაშენში დაიბადა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ იგი სომხეთში, ქალაქ რაზდანში გადავიდა პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

საბჭოთა არმიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მან დაამთავრა სვერდლოვსკის შინაგან საქნეთა სასწავლებელი და სამუშაოდ აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში გადავიდა.

სწორედ აფხაზეთის სუკსა და შსს-ში მომუშავე სომხებისგან შეიქმნა მომავალში ე.წ. "ბაგრამიანის ბატალიონი", რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა აფხაზეთის ომის დროს.

"როდესაც დაიწყო ყარაბახის კონფლიქტი, მიხეილ ავაგიანი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში გორადიზში, ხოჯალიში, გედრუთში, ფიზულიში. იგი ცნობილი იყო მეტსახელით "კობრა". მან კარგად იცოდა აზრბაიჯანული, რაც მას დაზვერვის დროს ეხმარებოდა - წერენ სომხური წყაროები.

აზერბაიჯანული წყაროების მიხედვით, ავაგიანი აქტიურად მონაწილეობდა ხოჯალის მოვლენებში, რომლის დროსაც ასეულობით აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მალე მიხეილ ავაგიანი გორადიზის ხიდისთვის ბრძოლაში დაჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადვილი გასაგებია, რომ აზერბაიჯანულ;მა პრესამ მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის გახსნის ფაქტი უარყოფითად შეაფასა, ისევე როგორც ამ ცერემონიაში სომხეთი ელჩისა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სომხური ეროვნების არიან.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია მოჰყვება ამას თავად აზერბაიჯანში და მის პოლიტიკურ წრეებში.

"კავკასპლიუსის" სტატიაში ავაგიანის ძეგლის გახსნას ქართველების დაცინვად და მეტად სახიფათო მოვლენად აფასებენ.

"სომეხი ნაციონალისტები უბრალოდ დასცინიან ქართველ ხალხს, როდესაც სეპარატისტების განდიდებას ეწევიან. ამავდროულად ამზადებენ საქართველოში მცხოვრებ სომხებს ანალოგიური სეპარატისტული "გმირობისათვის".

დაუშვებელია ჯალათი-სეპარატისტის ასეთი განდიდება ქვეყანაში, რომელმაც სეპარატისტების გამო თავისი ტერიტორიების 20% დაკარგა, დაიღუპა ათიათასობით მოქალაქე და და ჰყავს ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი (რომელთა დაბრუნების წინააღმდეგაც რეგულარულად აძლევს ხმას სომხეთი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე)," - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42