გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ შს მინისტრი, გიორგი გახარია, იძულებული გახდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძე დაეკავებინა.
თუმცა, მელიას არ სჯერა, რომ გეგეშიძეს ხელისუფლება სამართლიანად დასჯის.
მელია, იხსენებს, რომ კორცხელის ინციდენტისას სწორედ გეგეშიძის მეგობრები და ძმა დაესხნენ თავს თვლის, რომ გეგეშიძე იმ დაჯგუფების ხელმძღვანელობს, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის იყენებს.
დღეს მელიამ იმ მოჭიდავეებს შორის რომლებიც გეგეშიძის განთავისუფლებას ითხოვდნენ კორცხელის ინციდენტის სხვა თავდამსხმელებიც ამოიცნო.
"თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი, კორცხელის ინცინდენტის მონაწილეა. დგას ეს ადამიანი და სხვა ზონდერები, მათ მოჭიდავეებს ვერ ვუწოდებ და ამბობენ, რომ ჯაჭვით მორბენალი მათი პრეზიდენტი უდანაშაულოა.
"ქართული ოცნების" მოქმედმა მერმა მარნეულში, შარდი წაასმევინა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს და ფეისბუქზე ატვირთა, ეს ადამიანი გამოუშვეს და ახლა გახარია გააჩერებს გეგეშიძეს ციხეში, ზონდერს, რომელიც მის დავალებებს ასრულებდა?!"- აცხადებს მელია.
მასალის გამოყენების პირობები






