სპორტსმენები გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ვარჯიშს არ გააგრძელებენ.
„ბატონი ზურაბის ძმა გამოვიდა ძალიან შეურაცხყოფა მიაყენა იმას და ჩვენს მიმართ ვინც ვიჯექით იქ, ვეტერანები იყო, ვინც ვიჯექით. ყველა დამსახურებული ხალხი იჯდა ზევით ვინც უყურებდა ამას. გვესროლა ბალიშის საგანი რომ არის, ჩელენჯი, რომ არის. ჩვენს მიმართ დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება. კადრები რომელიც "რუსთავი 2"-მა აჩვენა, არასწორად აჩვენა ის კადრები. იქ დაცვა იყო. როცა გაიწივნენგეგას დასარტყმელად დააწყნარა გეგამ ერთი პარტია, მეორე პარტია და დაცვა რომ ჩაბრუნდა გეგა მობრუნდა მერე პარტიის დასაწყნარებლად. მივიდა ერთი პიროვნება ხელი ჰკრა ზურგზე და კიდევ გინება და შეურაცხყოფა,“-განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ვეტერანმა მოჭიდავემ ვახტანგ ბლაგიძემ.
გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები






