საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაიანის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ბრიუსელი აირჩია. ტაიანის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე რეგიონის სტაბილურობისთვისაც:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ბრიუსელი აირჩია. ეს ძალიან სიმბოლურია და ევროპარლამენტი ძალიან აფასებს. ხაზი გაუსვით საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, ვისაუბრეთ სავიზო შეთანხმებაზე. ამ მნიშვნელოვან ქვეყანასთან თანამშრომლობის გაძლიერება გვსურს. პარლამენტთაშორის დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ქართული კულტურის კვირეული გვექნება. ქართველები ევროპელები არიან და გვსურს, გზა გავუხსნათ უკეთეს თანამშრომლობას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, – აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.
მასალის გამოყენების პირობები






