ამბოხებული „მეოცნებეები“ ივანიშვილის განაჩენის მოლოდინში - როსტომ მეფის სასახლეში დღეს ხმაურიან სხდომას ელოდებიან
პოლიტიკა - 09:38, 24 Jan, 2019     1236
როსტომ მეფის სასახლეში ხვალ ხმაურიანი სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედს დღეს გადაწყვეტს.

შეხვედრას დაესწრებიან როგორც ეკა ბესელია, ასევე, მისი თანამოაზრეებიც.

სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან დაპირისპირება და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება.

„ვემიჯნები ასეთ ტერმინებს - „ახლები“ და „ძველები“, „ბებრები“ და „ახალგაზრდები“, „ცოლიანები“ და „უცოლოები“, ვემიჯნები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს დაგვყოფს და გავაფუჭებთ ყველაფერს. უგემოვნობაა ასე საუბარი, დაბალი დონე მგონია. საქმე კვალიფიკაციაშია, მსახურებაშია და კარგად ხედვაში პრობლემების,“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

რომელიმე დეპუტატის საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვას არ ელოდება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

„ასეთი დაპირისპირება და იქ ვიღაცის გაშვება-გამოშვება, ასეთი რამე ვერ იქნება იმიტომ, რომ უმრავლესობა შედგება ფრაქციებისგან. თუ ვიღაც ადამიანებზეა ლაპარაკი, იმათმა ეს ფრაქციები უნდა დატოვონ. ეგრე არ არის, რომ იქ ვიღაცა ვიღაცას გარიცხავს. ლაპარაკი უფრო იმაზე იქნება, რომ ეს პროცესია და გამოჩნდება, თუ რაღაცებზე ვერ შეთანხმდებიან ადამიანები, შეიძლება მომავალში სხვა კონფიგურაცია მივიღოთ,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ბექა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე გარიცხვაზე საუბარი არ იქნება.

„იმედი მაქვს, რომ ძირითადი დრო დაეთმობა შინაარსობრივ საუბარს და აქ გარიცხვაზე საუბარი არ იქნება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უადგილო შექმნილ ვითარებაში. მე მგონია, რომ ურთიერთ დადანაშაულების საფუძველი უნდა იყოს მთავარი განხილვის თემა და არა დადანაშაულება თვითონ. მთავარი არის საფუძველი, ე.ი. საფუძველში რაღაც არის არასწორი, ამიტომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა არა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას თანამოაზრეებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ხვალინდელ სხდომაზე ბესელიასა და გედევან ფოფხაძეზე, ან ე.წ. მეამბოხეებზე საუბარი არ უნდა იყოს.

"თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩემი დასჯით მართლმსაჯულება უკეთესი იქნება, მე პრობლემა არ მაქვს. თუ საჭიროა, მე გამიწვიონ უმრავლესობიდან, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტში, პირიქით იყო, 76-ე მანდატი ვიყავი, როცა "თავისუფალი დემოკრატები" წავიდნენ და მაშინ ძალიან მეხვეწებოდნენ, არ მიგვატოვოო, ახლა ეტყობა სხვა სტატისტიკაა. გედი ფოფხაძეზე არ უნდა იყოს ხვალ საუბარი, თუ გვინდა ქვეყნისთვის კარგი, არც გედი ფოფხაძეზე, არც ეკა ბესელიაზე, არც ლევან გოგიჩაიშვილზე და არც ე.წ. მეამბოხეებზე საუბარი არ უნდა იყოს, უნდა იყოს საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, მათ დანიშვნაზე,“- აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კი შეურაცხმყოფელია, როცა ორი ფარატინა ქაღალდი შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მოსამართლეთა ათკაციანი სია იყო გაწერილი.

გარდა ამისა, გოგიჩაიშვილის თქმით, პარლამენტის ხელმძღვანელობამ არ დაიცვა დეპუტატები, როცა მათ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უყენებდნენ.

”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, მირიან წიკლაური კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოყვანისთვის დაწყებულ ბრძოლაში ეკა ბესელია პირველივე დღიდან იყო ჩართული. ამიტომ წიკლაურის თქმით, გუნდში გადაწყვეტილებების მიღების დროს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის აზრი გასათვალისწინებელია.

ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

„როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ საკუთარი ინტერესი, ამბიციები,“ - ამბობს დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42