"როგორ ხართ ძმებო? მართლა ძალიან დაღლილი ვარ. ნანტში ვიყავი და იმდენი საქმე მაქვს, სულ საქმე, საქმემ საქმე და ეს არასოდეს მთავრდება“ - ამბობს ნანტე ერთ-ერთ მესიჯში.
«ახლა თვითმფრინავში ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაიშლება. კარდიფში მივფრინავ, საგიჟეთია. ხვალ ახალ კლუბში უნდა ვივარჯიშო ბიჭებო, ახალ კლუბში ვარ" - ეს მეორე შეტყობინებაა.
„ბიჭებო, ყველანი კარგად ხართ? თუკი ჩემგან უახლოეს საათ-ნახევარში ინფორმაციას ვერ მიიღებთ, მგონი სამაშველო გუნდი დაგვჭირდება. არ ვიცი, ვინმეს გამოგზავნიან თუ არა, მაინც ვერ გვიპოვიან. უკვე მეშინია“ - ეს კი მისი უკანასკნელი შეტყობინება აღმოჩნდა.
ემილიანოს მამამ დაადასტურა, რომ ხმა, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის, მის შვილს ეკუთვნის.
ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კლუბში მისი დებიუტისათვის მიფრინავდა. ის საფეხბურთო კლუბ Nantes-ში თამაშობდა და უელსურმა კლუბმა გასულ კვირას 17 მილიონ ევროდ შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები






