„გადასასვლელებზე გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს“ - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 15:25, 23 Jan, 2019     733

სახალხო დამცველი ოპუპირებულ ტერიტორიებთან, გადასასვლელებზე გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება:

„2019 წლის 10 იანვარს აფხაზეთის, ხოლო 11 იანვარს ცხინვალის გადასასვლელებზე შეიზღუდა გადაადგილება. გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის მიმართულებით შეზღუდულია გადაადგილება ყველასთვის, გარდა პაციენტებისა, რომელთაც ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ცნობა აქვთ სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო ახალგორის მიმართულებით, გადასასვლელი სრულად ჩაკეტილია.

უნდა აღინიშნოს, რომ გადასასვლელებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა. სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა ორი შემთხვევის შესახებ, როდესაც ენგურის ხიდზე რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტებმა ადგილობრივი სამედიცინო ცნობის მიუხედავად გადაადგილება ვერ შეძლეს. ასევე, სტუდენტები რომლებიც სადღესასწაულოდ გადასული იყვნენ როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, საგამოცდო პერიოდისთვის ვერ ახერხებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, გადასასვლელებზე გადაადგილების შეზღუდვა და მათი დროებითი დახურვა ლახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ დაბრკოლებებს ჯანდაცვის სერვისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებებსა და რუსეთის ფედერაციას მოიხსნას ხელოვნური ბარიერები, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებას, ასევე მათი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42