„მზრუნველი დედა იყო“ - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებები 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე
პოლიტიკა - 14:30, 23 Jan, 2019     2236

თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე - დღეს არა ერთი დეტალი გახდა ცნობილი. ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია მცირეწლოვანის დედა, რომელზეც მეზობლები აცხადებენ, რომ ქალი შვილზე ხშირად ძალადობდა.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 6 იანვრამდე ბავშვზე ძალადობის არც ერთი შეტყობინება არ შესულა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მკურნალობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი წერეთელმა გარკვეულ დეტალებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბავში დაბადებისთანავე სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს მინდობით აღზრდაში, თუმცა ბავშვის ბიოლოგიური დედა მას თვეში რამდენიმეჯერ აკითხავდა, სწორედ ამიტომ განისაზღვრა ბავშვისთვის პრიორიტეტულად ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება:

„კონკრეტული ბავშვის შემთხვევა ჩვენთვის ცნობილი იყო, პრაქტიკულად, დაბადებიდან იმიტომ, რომ დაბადების შემდგომ დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს და ითხოვა დროებით სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გამო. რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი გადაყვანილი იქნა მინდობით აღზრდაში.

მინდობით აღზრდა ეს გახლავთ ალტერნატიული ფორმა, სადაც მსგავსი და სხვა შემთხვევების დროს ხდება ბავშვების განცალკევება ოჯახიდან, რა საკვირველია ქვეყნისთვის და ჩვენთვის პრიორიტეტი არის ბიოლოგიური ოჯახი, თუ სხვა რამა რ არის უფრო უკეთესი ბავშვისათვის, მისი ჭეშმარიტი ინტერესისთვის, შესაბამისად სამწელიწად-ნახევარი, როცა ბავში იმყოფებნოდა მინდობით აღზრდაში, ხდებოდა როგორც ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ბავშვის ურთიერთობის მეთვალყურეობა. სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში დედა სისტემატიურად, თვეში რამდენიმეჯერ ახდენდა ვიზიტებს, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში, სწორედ ამიტომაც, როდესაც ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, სამომავლოდ იმისათვის, რომ გაყვანილ იქნეს ვინმე პირის მიერ, ხდება ამა თუ იმ პირის მნახველად დარეგისტრირება, რეგისტრაციას წინ უსწრებს იმ ოჯახის და იმ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რომელიც იღებს ამ უფლებას, რომ მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის ნახვა და მისი გაყვანა. მსგავსი შეფასება მოხდა, ამდენი წლის განმავლობაში არასდროს სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა აღნიშნულ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს როგორც ამბავშვის მიმართ, ასევე ამ ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ, დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად, იმ გეგმით, რომ სამომავლო მონიტორინგის განმავლობაში, უნდ ამომხდარიყო ბავშვის სამომავლო რეინტეგრაცია“, - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ დაწყებულია შიდა მოკვლევა და დადგება გარკვეული პირების პასუხისმგებლობა:

„ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა ის, რომ სამინისტროსა და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა გუშინ საღამოდან, მოკვლევის შედეგს მყისიერად გაგაცნობთ და რა თქმა უნდა რამდენიმე ადმაიანის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აღნიშნვს მარი წერეთელი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, წერეთელმა განაცხადა, რომ ბავშვი იყო მიჯაჭვული დედმამიშვილებზე და ასევე მიჯაჭვულობა გამოიხატებოდა დედის შემთხვევშიც:

„ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა, 6 იანვრამდე ვიზიტები ხშირად ხდებოდა, ხდებოდა აქტიური მონიტორინგი, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ხდება მოკვლევა და მალე დაიდება დასკვნა.

როდესაც ბავშვი შედის სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში, იწყება ბავშვის შეფასება და ჩვენთვის რა საკვირველია პრიორიტეტულია ბიოლოგიური ოჯახი, თუ ბავშის ინტერესისთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არ არის. მოცემულ შემთხვევაში ბავშვის განცალკევება ოჯახიდან იყო მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არა ინფორმაცია, ეჭვი რომ ამ ოჯახში შეიძლება ძალადობა ყოფილიყო ამ ბავშვზე. დედას ერთი დღის, სამი დღით გაყავდა ბავში, შემდეგ ბრუნდებოდა მინდობით აღზრდაში, რა საკვვირველია იქ ძალადობის ნებისმიერი ნიშანი შესანიშნი იქნებოდა, მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.

ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან, მათ ჰქონდათ წინსვლა. სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს იმას, ბავშვები ბიოლოგიური ოჯახებიდან უნდა გავიყვანოთ. ბავშვების ჰიგიენური ნრმები ყოველთვის დაცული იყო. მზაობა იყო, ოჯახი აქტიურად იყო ჩართული, ოჯახში მცხოვრები მამაკაცი იყო დასაქმებული, ბავშვს ჰქონდა მიჯაჭვულობა დედმამიშვილების მიმართ, იყო მზრუნველი დედა და მასაც ჰქონდა მიჯაჭვულობა, მოდიოდა და აქტიურად ნახულობდა. რასაკვირველია, ამ ბავშის ინტერესი იყო, რომ გაზრდილიყო ბიოლოგიურ ოჯახთან ერთად“, - განმარტა მარი წერეთელმა.

ლელა ქსოვრელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინვე გადაიყვანეს. ახალგაზრდ ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დაკავებულის ოჯახის წევრები მკვლელობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ბავშვი დაზიანებებს ბანაობის დროს იღებდა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42