"დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს" - მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე
პოლიტიკა - 13:47, 23 Jan, 2019     736
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში უნდა დასრულდეს, შემდეგ კი ყველა მხარემ კონფლიქტის სწრაფად აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს.


„ყველა მხარე, რომელიც დაინტერესებული ვართ, რომ ქართული სპორტი განვითარდეს, ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. პირველ რიგში საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში უნდა დასრულდეს. შემდეგ ყველა მხარე უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ეს კონფლიქტი. ყველა მხარე, ვისაც სპორტის განვითარება გვაინტერესებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება, სწრაფად გადაიჭრას.“- აღნიშნა ბატიაშვილმა.

სპორტის მინისტრმა საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოჭიდავეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ:

„ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ამასთან დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც დატოვეს მოსამზადებელი შეკრება და შეწყვიტეს სავარჯიშო პროცესი, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ საწვრთნელი პროცესი. ქართველი გულშემატკივარი, მათგან საერთაშორისო სარბიელზე წარმატებულ ასპარეზობას ელოდება, რაშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ.” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42