ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც სკოტლანდ იარდი ქალის მკვლელობისთვის ეძებს, თბილისშია? - რას აცხადებს საქართველოს შსს
კრიმინალი - 13:33, 23 Jan, 2019     1745
ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი და ძებნაშია, მარტის შემდეგ საქართველოში იმყოფება.


როგორც BBC-ი წერს, არსებობს ჩანაწერები, რომ შეპარდი საქართველოს დედაქალაქშია და არანაირი საბუთი არ არსებობს, რომ მან ქვეყანა დატოვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით წერს daily mail-იც, გამოცემის ინფორმაციით, შეპარდის მეუღლემ პოლიციას განუცხადა, რომ მისი ქმარი საქართველოში 10 თვის წინ გაიქცა. ასევე გაირკვა რომ შეპარდი, საქართველოს დედაქალაქში 2018 წლის 21 მარტს Turkish Airlines-ის რეისით ჩამოფრინდა. მისი პასპორტი თბილისის აეროპორტში დილის 03:31 საათზე დაფიქსირდა. მას შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე, ამ პასპორტის გამოყენება არ მომხდარა, რაც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ის ისევ საქართველოში იმყოფება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების განცხადებით, ქართველ და ინგლისელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული პირის საქართველოში იდენტიფიცირება და შემდგომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

შემთხვევა, რომლის გამოც შეპარდს ბრიტანეთის პოლიცია ეძებს 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. შეპარდმა გოგონას დახმარება არ სცადა და შეცდომაში შეიყვანა სამაშველო სამსახურიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42