ხმაური თბილისის მთავრობის სხდომაზე - კახა კალაძემ დარბაზიდან დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი გააძევა. აღნიშნულის მიზეზი ხაბეიშვილის მიერ კალაძისგან კითხვებზე პასუხის მოთხოვნა გახდა, რომელიც საბავშვო ბაღებში არსებულ უხარისხო კვებას უკავშირდებოდა.
ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან კალაძისგან მოითხოვა პასუხი, 60 ათასი ბავშვის უხარისხო კვებაზე, რომლის საპასუხოდაც დედაქალაქის მერმა დაცვას მისი დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა:
„დედაქალაქის მერი, რომელიც დაწერილს კითხულობს მხოლოდ და მხოლოდ და მათ შორის უზრდელობებსაც მხოლოდ დაწერილს წაიკითხავს ხოლმე, ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ, აქვს თუ არა მას გამბედაობა, რომ 60 ათას ბავშვს რომ უხარისხოდ კვებავენ და ეს თავად დაწერეს და ეს ხაბეიშვილს არ მოუგონია, აი, ამაზე რა პასუხს აძლევს თბილისელებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც უხარისხოდ კვებავს და ეს დაწერა თავად. ვკითხე, რომ თუ აქვს გამბედაობა ეპასუხა. ასევე მნიშვნელოვანია, 13 წლის მოზარდი, რომელიც დაიღუპა, 17 მეტრიანი უკანონო თხრილი რომ იყო გათხრილი და დედაქალაქის მერიამ თქვა, რომ თურმე ახლა დააჯარიმეს და 3000 ლარით რომ ბავშვს არაფერი არ ეშველება, მე მგონი ყველასთვის გასაგებია, ამაზე თუ ხედავს ვინმეს პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობაა, რომ უკანონო მშენებლობები, უკანონო თხრილები არ იყოს დედაქალაქში. დაცვას მოუხმო ბატონმა კახიმ და გაგვაძევეს დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომიდან,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






