„ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც ჩვენვე ვქმნით“ - კახა კალაძე
პოლიტიკა - 13:09, 23 Jan, 2019     653

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატის დაზიანების ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქალაქში ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კამპანიაში - „გაუფრთხილდი ქალაქს“, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს.

„რამდენიმე ხნის წინ ქალაქში სპეციალური აპარატები განვათავსეთ, რომლითაც მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. შეირჩა რამდენიმე ლოკაცია და პირველ ეტაპზე, რადგანაც ეს საპილოტე პროექტი იყო, სამი აპარატი განთავსდა. ერთ-ერთი კი, რომელიც კიკვიძის პარკში დაიდგა, რამდენიმე დღის წინ დაზიანებული და დამტვრეული დაგვხვდა. ძალიან სამწუხარო და საწყენია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის თანხები, რაც მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის იხარჯება, თითოეული ჩვენგანისგან მიღებული შემოსავალია. ამ ყველაფრის აღდგენაზე ისევ ჩვენი ფული უნდა დაიხარჯოს. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ხშირია. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კამპანია - „გაუფრთხილდი ქალაქს“. მსგავს პროექტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, რათა მათ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, გამგებლებს, საქალაქო სამსახურების უფროსებსა და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს თხოვნით მიმართა, რომ მუდმივად ხალხის სამსახურში იყვნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი და თანადგომა ძალიან დიდი იქნება. ჩვენ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაგვაჩნია, რასაც ვქმნით და რასაც ვაკეთებთ. მზად ვართ, ვემსახუროთ თბილისს, თბილისელებს, რომ დედაქალაქი გამართული და მოწესრიგებული იყოს. ჩემი თხოვნა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ, ეს ეხება მოადგილეებს, გამგებლებს, სამსახურების უფროსებს, მათ თანამშრომლებს, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა თემის სიმძაფრეს, ელემენტარული საკითხიც კი, რომლითაც მოქალაქე თხოვნით მოგვმართავს, უნდა იყოს განხილული. ყველა მოქალაქეს ყველა თემაზე კონკრეტული, სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი უნდა ჰქონდეს. საზოგადოებამ, უნდა იგრძნოს ის, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი მათ სამსახურშია. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42