"კალაძეს ვურჩევ, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეტოლება... სასაცილოა, კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებ ლპარაკს" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 12:44, 23 Jan, 2019     902

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი - რეზონანსულ თემაზე დღეს განცხადებები კვლავ გაკეთდა.

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე კალაძემ გასულ კვირას აღნიშნა, რომ ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა და თბილისის მერია არ დაუშვებდა ვაკის პარკში მშენებლობას.

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელის განცხადებით ნებართვა ყოველგვარი კანონის დაცვით გაიცა და ეს სასამართლო წესით არის დადასტურებული. მოგვიანებით სასტუმროს მფლობელებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაც გაიმართა, თუმცა, იგი უშედეგოდ დასრულდა.

კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ დასდო ბრალი გიგი უგულავას, რასაც თავად უგულავამ ბრიფინგით უპასუხა.

მისი თქმით, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის საკითხი სამართლებრივად სწორი რომ იყო იცის კახა კალაძემაც და ეს სასამართლომაც დაადასტურა:

„კახა კალაძე, რიჟა (გიორგი კაპანაძე) არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი დღეს საზოგადოებას ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცას ამბობენ. ჯერ ამბობენ, რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, მერე ამბობენ, რომ არ აშენდება. ალბათ ხვალ ისევ იტყვიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, სამართლებრივად სწორი რომ იყო ეს გადაწყვეტილება , იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც.

მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ, ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან არის თავის დაძვრენის მცდელობა. იმის ნაცვლად, გადადოს ყოველგვარი კინკლაობა და ვიფიქროთ გამოსავალზე, ზეპარტიული ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელში ჩართვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა, მეც, მასაც. ვიმუშაოთ, ფული შევაგროვოთ. აქ ცალკე ესაუბროს ინვესტორს. ამის ნაცვლად, შანტაჟის ენით გვესაუბრება. არავის მივცემ უფლებასო, ძაან მეცინება მე. ეს არის, რაც ცხრა წლად მონათლეს. ამიტომ სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება. თუ რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისის მერისთვის შეუფერებელია. კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42