კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილება - მერის სამშენებლო პროექტებს დიდი დიღომში და ნუცუბიძის ფერდობზე იწყებს
პოლიტიკა - 12:35, 23 Jan, 2019     784
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მერიის ვებგვერდზე, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, მე-12 და 25-ე კორპუსების მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საკონკურსო პირობა განთავსდება.


ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოს დედაქალაქის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კონკურსის პირობებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება და კონკურსი წარმატებით შედგება. ჩვენ საკონკურსო პირობით გამოცხადებული გვაქვს, რომ 50 ოჯახის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ გამოხატული ინტერესის შედეგად, საკონკურსო პროცესი აღნიშნულ პირობას გააუმჯობესებს და უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნულ წინადადებებზე გაუმჯობესებული პირობების წარმოდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

კალაძის თქმით დედაქალაქის მერია ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100-მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს,

როგორც მან აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითი შედეგით დასრულდა.

„კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა გვქონდა გამოცხადებული, რომელზეც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, შენობა-ნაგებობები უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემდეგ, შევცვალეთ მიდგომა და იმისთვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დაინტერესებულიყვნენ, გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული 12 223 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითად დასრულდა. მერიამ კონკურსი ჩაატარა და დაზარალებულებისთვის ფართების გადასაცემად ბევრად უკეთესი შეთავაზება მიიღო, ვიდრე ეს ინდივიდუალურ რეჟიმში თბილისის მერიისთვის იქნა შეთავაზებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტული ჯგუფი დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, დედაქალაქის მერიას დაახლოებით, 5000 კვ. მეტრის გამოყოფას სთავაზობდა, რაც საკონკურსო პირობების შედეგად, გაუმჯობესდა.

„ჩვენ საკონკურსო პირობა მერიის ვებგვერდზე განვათავსეთ. შედგა ვაჭრობა, რომლის შედეგადაც, 5 000 კვ. მეტრის ფართი 7 100 კვ. მეტრამდე გაიზარდა, რის შემდეგაც, დამატებით, 100-მდე ოჯახის დაკმაყოფილებას ვახერხებთ, ვისი ვალიც სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან აქვს აღიარებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების ფართებით დაკმაყოფილება ხდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებულთა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ და აღნიშნული პრობლემა ყველას მოვუგვაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42