ვაკის პარკის სადაო მშენებლობა - კალაძე უგულავას ადანაშაულებს და ყოფილ მერს კორუმპირებულს უწოდებს
პოლიტიკა - 11:31, 23 Jan, 2019     902
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა - რამდენიმე დღეა აღნიშნული საკითხი რეზონანსულია. დედაქალაქის მერმა გასულ კვირას გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა. მისივე თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს.

აღნიშნულ განცხადებას საგანგებო განცხადებით უპასუხა სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელმა.

გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით აშენდება. სასტუმროს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ იმ ფონზე როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მშენებლობის დაწყების სრული უფლება აქვთ, გაუგებარია დედაქალაქის მერის განცხადება.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მფლობელებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დედაქალაქისთვის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია:

„2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც დაახლოებით, 8-9 სართულია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, თბილისისა და თბილისელებისთვის არის ძალიან მძიმე. იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ მშენებლობას. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. იყო დავები სასამართლოში. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი, რომელიც იქნა შეტანილი წაგებულია, ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა. უბრალოდ მინდა, მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი გამოდის, მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ძირითადად ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება, მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის მისი მერობის დროს გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი“, – განაცხადა კალა კალაძემ.

კალაძე უგულავას კორუმპირებულს უწოდებს და მისი მერობის დროს გაცემულ ნებართვას "აფეთქებულ ნაღმს" უწოდებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42