„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კომპანია „ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
აღნიშნული წინადადებით ოპოზიციამ დედაქალაქის მერიას უკვე მიმართა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ კალაძისგან გარკვეულ კითხვებზე პასუხებს. კერძოდ რატომ იდება კონტრაქტი იმავე კომპანიასთან, რომელიც ბაღებს ერთი წლის განმავლობაში უხარისხო პროდუქტით ამარაგებდა.
„დედაქალაქის მერისგან პირადად გვაინტერესებს პასუხი 61 ათას ბავშვს რომ აჭმევდნენ უხარისხო, სტანდარტთან შეუსაბამო საკვებს, ერთი წლის განმავლობაში და კიდევ ამ კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას, რა პასუხი აქვს და რას აპირებს პირადად დედაქალაქის მერი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება 13 წლის გარდაცვლილ მოზარდს, რომელიც უკანონოდ მიმდინარე სამუშაოებს შეეწირა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიცია სარჩელის შეტანას პროკურატურაში გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






