საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი შვედეთში გაიზარდა - შვედეთის ელჩი
პოლიტიკა - 10:42, 23 Jan, 2019     1139
შვედეთის ელჩი ადასტურებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი შვედეთში 2018 წელს გაიზარდა. "კურიერის" კითხვებზე წერილობითი პასუხის დროს ულრიკ ტიდე-სტრომი აცხადებს, რომ შვედეთში ძარცვის დიდი ნაწილი ჩადენილია სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული ადამიანების მიერ.


ელჩის აზრით, ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქართველი თავშესაფრის მაძიებელი დანაშაულებრივ საქმიანობაშია ჩართული.

"2018 წელს საქართველოს მოქალაქეები იყვნენ რაოდენობით მე-4 ადგილზე იმ ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნით შვედეთს მიმართეს 1156 განაცხადით. თითქმის, ყველა მიმართვა უსაფუძვლოდ იყო მიჩნეული. დადებითი პასუხის მაჩვენებელი, თითქმის, 0%-ია. მართალია, შვედეთში ძარცვის დიდი ნაწილი ჩადენილია სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული პირების მიერ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქართველი თავშესაფრის მაძიებელი დანაშაულებრივ საქმიანობაშია ჩართული. დიალოგი და თანამშრომლობა შვედეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის კარგად მუშაობს და მომავალში გაძლიერდება. ძალისხმევა გაიზრდება უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაშიც. ვიზალიბერალიზაციის შემოღება არის დიდი მიღწევა, რომელიც ასევე მოვალეობებს გულისხმობს და მისი დაცვა ჩვენს საერთო ინტერესებშია," ამბობს ელჩი "კურიერის" კითხვაზე წერილობითი პასუხისას.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42