საქართველოსა და ევროპას შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 20:26, 22 Jan, 2019     867
საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო პოტენციალზე და აღინიშნა, რომ მის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში საბორნე გადაზიდვების ორგანიზებით ევროპასა და აზიაში უმსხვილესი ოპერატორი კომპანიის დაინტერესება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ კომპანია Stena Rederi - ი დაინტერესებულია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქართულ და ევროპულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის ორგანიზებით და ოპერირებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ევროპასთან საბორნე მიმოსვლის ამოქმედება გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალს, ასევე ჩვენი მწარმოებლებისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება წვდომა ევროპის ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის შესატანად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღნიშნული შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. გიორგი ქობულია საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42