„ნიდერლანდურ კომპანიასთან საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობის შესაძლებლობა განვიხილეთ"- გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 20:24, 22 Jan, 2019     742
„ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კონცერნის Damen Shipyards - ის ხელმძღვანელთან. კომპანია დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები გახსნას. ეს დაგვეხმარება დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები აღნიშნულ სექტორში, ასევე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, გააჩნია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსხვილი ნიდერლანდური კონცერნის Damen Shipyards - ის თავმჯდომარე კომერ დამენთან შეხვედრის შემდეგ.


შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა, სადაც გიორგი ქობულია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი,განხილული იყო საქართველოს საზღვაო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება საკუთარ ნავსადგურებში ახალი ინვესტიციების შემოსვლას, რომლის მიზანსაც საპორტო და სანაოსნო მომსახურების განვითარება წარმოადგენს.

შეხვედრაზე Damen Shipyard-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით და განიხილავს აღნიშნულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას. გამომდინარე იქიდან, რომ Damen Shipyard მსოფლიოში ცნობილი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში მაღალხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ადგილობრივი საკადრო რესურსის გადამზადების აუცილებლობაზეც, რაც, პერსპექტივაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და მსხვილ ნიდერლანდურ კონცერნს შორის მომავალში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42