უმრავლესობის შეხვედრა მძიმე დაპირისპირების ფონზე - ბესელია სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება
პოლიტიკა - 18:10, 22 Jan, 2019     1971
ეკა ბესელიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სხდომაზე სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იქნება განხილული. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებლად ბესელია, სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება.


„სწორედ იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომა დაინიშნა და მეც მთხოვეს დასწრება ამ სხდომაზე, მე ვიქნები აუცილებლად. ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს, რაც შეიძლება, საქმიანი და მოხდეს არგუმენტების და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ე.წ. ურჩი დეპუტატების გუნდიდან სავარაუდო გარიცხვის თემაზე საუბრისგან ეკა ბესელია თავს იკავებს.

„ცალკეულ განცხადებებზე და არასერიოზულ გამონათქვამებზე არ მინდა, ახლა რაიმე რეაგირება გავაკეთო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, ხუთშაბათს შედგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42