ოპოზიცია აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 17:27, 22 Jan, 2019     805
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ქობულეთში, 15 სხვადასხვა ლოკაციაზე ინერტული მასალის მოპოვება უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე, ხდებოდა და ამ პროცესში საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


ოპოზიციის ინფორმაციით, მოპოვებული ქვა-ღორღის ნაწილი მათ ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მიზნით გადასცეს, ნაწილი კი გაყიდეს.

"ამ და სხვა ლოკაციებზე მოხდა უკანონოდ, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ყოველგვარი გასწორხაზოვნების, თუნდაც მუნიციპალიტეტის ნებართვის გარეშე, რომელსაც არა აქვს გაცემული. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზია არა აქვს გაცემული ინერტული მასალის მოპოვებაზე. მოხდა ინერტული მასალების დატაცება. უფრო მეტიც, ამ ყველაფერში აჭარის საგზაო დეპარტამენტს გახარჯული აქვს ასობით ათასი ლარი საწვავის შესაძენად. დაიწყოს სასწრაფოდ იმ ადამიანების დასჯა, ვინც ეს უკანონობა ჩაიტანა და ვინც ეს ეკოლოგიური ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს,“ - განაცხადა რევაზ ხარაზმა.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის, თქმით, "მასალის მოპოვებასთან დაკავშირებული რაიმე სახის საქმიანობა დეპარტამენტს არ განუხორციელებია და ვერც განახორციელებდა კანონიდან გამომდინარე".

"ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების შედეგად როცა ხდება ჩამონაშალი მასალის დასაწყობება, ამის შედეგად დეპარტამენტს წარმოექმნება გარკვეული სახის ხრეშოვანი მასალა, რომელსაც იყენებს გზებზე მოპირკეთებითი სამუშაოების განსახორციელებლად. რაც შეეხება მასალის მოპოვებას ან მოპოვებასთან დაკავშირებულ რაიმე სახის საქმიანობას, ასეთი რამე დეპარტამენტს არ განუხორციელებია, ვერც განახორციელებს კანონიდან გამომდინარე," - განმარტა მალხაზ ბოლქვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42