საქართველო „საშინელი განათლების სისტემის“ მქონე 25 ქვეყანას შორის - გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სამინისტროს „ახალი თაობის რეფორმების პაკეტს“ სთავაზობს
პოლიტიკა - 11:35, 22 Jan, 2019     702

საქართველო „საშინელი განათლების სისტემის“ მქონე 25 ქვეყანას შორის - გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სამინისტროს „ახალი თაობის რეფორმების პაკეტს“ სთავაზობს

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები - გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნანა თოხვაძემ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მზად არის განათლების სამინისტროს ახალი თაობის რეფორმების სისტემა წარუდგინოს, რომელიც მათ მიერ არის დამუშავებული:

„საქართველოს განათლების სისტემაში და განსაკუთრებით სასკოლო საფეხურზე არსებულ მწვავე პრობლემებსა და გამოწვევებს საზოგადოება უკვე მრავალი წელია საკუთარ ჯიბესა და ტყავზე გრძნობს. ამასვე მოწმობს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებში საქართველოს ადგილი, რომელიც ბოლო ათწლეულია არც ერთი პარამეტრით არ გაუმჯობესებულა. ერთ-ერთი ბოლო კვლევით, რომელიც ორგანიზაცია “Worldatlas”- მა წარმოადგინა, საქართველო მოხვედრილია ყველაზე „საშინელი განათლების სისტემის“ მქონე 25 ქვეყნას შორის, ეკვატორულ გვინეას, კონგოს, ლიბიასა და კამბოჯასთან ერთად.

გვინდა გამოვეხმაუროთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში წარმოდგენილ ცვლილებებს. ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და ფუნდამენტური რეფორმების შესახებ ანონსი მინისტრი ბატიაშვილისგან ჯერ კიდევ სექტემბერში, იყალთოს აკადემიიდან მოვისმინეთ. თუმცა, შექმნილი მაღალი მოლოდინის კვალობაზე, გასული კვირიდან მოყოლებული ჩვენ ვისმენთ განათლების სამინიტროს სუსტ და გაუმართავ პოზიციებს სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელმაც კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვია საზოგადოებაში ვიდრე სიცხადე. სამინისტრომ რეფორმების წარდგენა სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში შესატანი ცვლილებებით დაიწყო, მაგრამ კვლავ არაფერი თქმულა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საჯარო სკოლის რეალური დეცენტრალიზაცია, ე.წ. Cat-ის საგამოცდო სისტემის ცვლილება, სასწავლო პროგრამების ადაპტირება თეორიულიდან პრაქტიკული ცოდნის მისაღებად, პოზიტიური გარემოს შექმნა და ჩაგვრის აღმოფხვრა სკოლებში. მასწავლებლის, როგორც ცოდნის მთავარი გადამცემის დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვა, დაბალკვალიფიციური მასწავლებლის სქემიდან გასვლისა ახალი კადრების შედინების მექანიზმების დანერგვა, რაც გადამწყვეტია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების განათლების უზრუნველყოფისთვის. ამის გარეშე ვერც ერთი რეფორმა ვერ იმუშავებს.

თუ სამინისტროსგან შემოთავაზებულ მასწავლებელთა კრედიტ ქულების დაგროვების სისტემის გაუქმებას გულისხმობენ სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიახლე სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან დაინერგა 2015 წლის თებერვლის მთავრობის დადგენილებით. ბუნდოვანი რჩება, თუ რატომ გაიფლანგა ათეულობით მილიონი ლარი ამ ექსპერიმენტში? ან რატომ აგროვებინეს კრედიტები მასწავლებლებს თუ მიზნობრიობას მკაფიოდ ვერ ხედევადნენ. ფაქტია, რომ ამ სისიტემამ ვერ გაამართლა და სამინისტროს მხრიდან შეცდომის აღიარება წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, სამინისტრო ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მექანიზმებსა და კრიტერიუმებში, თუ რის მიხედვით განისაზღვრება პედაგოგთა მაღალი ანაზღაურება და რას ნიშნავს მინისტრისგან წამოჭრილი დეფინიცია - სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული მასწავლებელი.

რაც შეეხება მინისტრ ბატიაშვილის მხრიდან განცხადებამ, დიღმის ტერიტორიაზე „ახალი განათლებისა და მეცნიერების“ ქალაქის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია ყველას გაგვახსენა ბ-ნი ჯეჯელავას განცხადებები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც 2019 წლიდან უნდა გახსნილიყო.

მივმართავთ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს და გამოვდივართ ინიციატივით, რომ მზად ვართ მას და მის გუნდს გავაცნოთ ჩვენ მიერ დეტალურად შესწავლილი და შემუშავებული „ახალი თაობის რეფორმების პაკეტი განათლების პოლიტიკის მიმართულებით“. ვინაიდან, მომავალი თაობის აღზრდა-განათლება და წარმატება თანაბრად გვეხება როგორც პოზიცას. ასევე ოპოზიციას, არსებული ჩიხის დასაძლევად, მზად ვართ მათთან ერთად ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ჩვენი ხედვები თუ მიგნებები. ასევე, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ წერილობით მივმართოთ და მოვითხოვოთ მასთან პირადად შეხვედრა“, - განაცხადა თოხვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42