"არჩევანი შეზღუდვების გარეშე და საარჩევნო კომისიის გამჭვირვალე საქმიანობა “- ევროპარლამენტარების კრიტიკის საპირისპიროდ, ჩუგოშვილმა არჩევნები დადებითად შეაფასა
პოლიტიკა - 11:15, 22 Jan, 2019     869
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ოპოზიცია გააკრიტიკა, მისი თქმით, საარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით.


„ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ქვეყანამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია, რადგან საქართველო ასრულებს გარდაქმნას სრულად საპარლამენტო დემოკრატიად ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომლებიც, როგორც ვენეციის კომისიამ განცხადა, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო მმართველობის სისტემად და წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაყრდნობით", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები იყო გამორჩეული, რადგან საქართველომ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია, რაც უპრეცედენტოა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელს რეგიონში.

„პირველი ქალი პრეზიდენტი არჩეულ იქნა უკიდურესად კონკურენტუნარიან პოლიტიკურ რბოლაში, პირველად, ჩემი ქვეყნის ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა 60 %-იანი მხარდაჭერით", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება დამკვირვებელთა მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე გაამახვილა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ანგარიშის თანახმად, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული.

„კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება კამპანია თავისუფლად ჩაეტარებინათ და ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანი შეზღუდვების გარეშე გაეკეთებინათ, კამპანია იყო ცოცხალი და დინამიური. საარჩევნო კომისიის საქმიანობა იყო გამჭვირვალე, მედია გარემო იყო მრავალფეროვანი და მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა თვალსაზრისზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, იყო სამწუხარო დინამიკაც. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია სავსე იყო პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ სიძულვილით და შეურაცხყოფის ყველაზე ცუდი ფორმები ქალი კანდიდატის მიმართ ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორმა პარტიამ გამოიყენა.

„არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, პროცესში ვისწავლეთ გაკვეთილებიც და გარკვეულ სამწუხარო დინამიკასაც დავაკვირდით. სამწუხაროდ, ეს კამპანია იყო სიძულვილით იყო სავსე. ის სავსე იყო ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით. ამ კვირას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო კამპანია შევიწროების წინააღმდეგ. ჩვენ ვუყურეთ ვიდეოს, თუ რა ტანჯვას გადიან ქალები პოლიტიკაში. შევიწროების ყველაზე ცუდი ფორმები იქნა გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პარტნიორი პარტია მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს EPP-დან - გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტია ქალ კანდიდატს, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტიის კუთვნილი მედია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში. სიძულვილის ენის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დონე იყო წარმოუდგენელი", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

თამარ ჩუგოშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს, დაგმონ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით აღსავსე კამპანია.

„მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ ტკივილის სიძლიერედ გარდაქმნას და გზას გაუხსნის სხვა ქალებსაც პოლიტიკაში. მაგრამ, ვთხოვ წევრებს, განსაკუთრებით, სახალხო პარტიის წევრებს, რომ დაგმონ ეს წარმოუდგენელი შევიწროება და შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ თქვენი პარტნიორი პარტიის წევრების მხრიდან", - განაცხადა ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42