თუკი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ყიდულობს ადამიანების საბანკო ვალებს, არის თუ არა ეს ხმების მოსყიდვა? - გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 09:52, 22 Jan, 2019     1015
სტრასბურგში, ევროსაბჭოს დეპუტატებმა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.


"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა მაგალითად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული ზეწოლა მოიყვანა, რასაც ია კერზაიას გარდაცვალება მოჰყვა.

"ბოლო არჩევნებმა 90-იანი წლების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე კრიტიკული შეფასება დაიმსახურა. მინდა ჩემს კოლეგებს ვკითხო. თუკი არჩვენების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ყიდულობს ასობით ათასი ადამიანის საბანკო ვალებს. არის თუ არა ეს ხმების მოსყიდვა? ანგარიში ნათქვამია რომ ეს ხმების მოსყიდვაა. თუკი არჩვენებამდე რამედნიმე დღით ადრე მმართველი პარტიის დეპუტატის ძმა, თანამოაზრეებთან ერთად თავს ესხმის ოპოზიციური პარტიის ოფისს და იქ მყოფებს ფიზიკურად უსწორდება, ამის გამო კი არავინაა დაკავებული, ეს ნორმალურია? ფაქტი, რომ ზურაბიშვილის შემომწირველები დღეს სხვადასხვა ტენდერებს იგებენ. დამკვირვებლების შეფასებით, კორუფციის ნიშანია. განათლების სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში სკოლებში კამპანიას აწარმოებდა, რაც ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებით დასრულდა. ეს ტრაგედია გამოძიებას საჭიროებს,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე განხორციელებულ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება.

"ანგარიშებში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოამზადეს, საარჩევნო პროცესის ობიექტური კრიტიკაც იყო. ყველამ დავინახეთ ხარვეზების საარჩევნო სისტემაში რომლის გამოსწორებაც საჭიროა. ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ქალი კანდიდატის წინააღმდეგ უღირსი კამპანია მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილი გახდა უპრეცედენტო თავდასხმების ობიექტი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მნიშვნელოვანი როლი ამ ნეგატიურ კამპანიაში ითამაშა საქართველო ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რომელიც მას ყოველდღიურად ესმოდა თავს აგრესიული გამონათქვამებით,"-მიმართა ევროპელ დეპუტატებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42