ცვლილებები მთავრობაში - პრესა დაგეგმილ გადანაცვლელებსა და ჩანაცვლებებზე აქტიურად ალაპარაკდა.
საკითხს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებით ცვლილბებს მტავრობანას თამაში ვერ მოიტანს:
„ვერც სიღარიბე დაიძლია, ვერც უმუშევრობა შემცირდა, ფასები ისევ მაღლა მიდის და, სამწუხაროდ, ეს მთავრობანას თამაში, რასაც ადგილი აქვს, ბიძინა ივანიშვილის პირობებში და რაც იქნება იგივე გახარიას მიერ ჩანაცვლება ბახტაძით, ეს მთავრობანას თამაში არსებით ცვლილებას ვერ მოიტანს, ვერც სიღარიბის დაძლევის, ვერც უმუშევრობის დაძლევის და ვერც ფასების ზრდასთან ბრძოლის თავლსაზრისით,“ - განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. ასევე თანამდებობას დატოვებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.
მასალის გამოყენების პირობები






