სამთავრობო ცვლილებები - თავდაცვის მინისტრი შესაძლოა შეიცვალოს
პოლიტიკა - 19:30, 21 Jan, 2019     2046

ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი - ამის შესახებ პრესა აქტიურად საუბრობს. ისევე როგორც საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობაზე გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს, ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეცვლაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე შეცვლის. არსებული ცნობით, ტაბატაძე გიორგი გახარიას კადრია.

საკითხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ცვლილებების არც მოლოდინი და არც საჭიროაბა არ დგას:

„ვმუშაობთ, ვართ ჩამოყალიბებული გუნდი. მე მგონი, არავითარი არც საჭიროება არ არის ცვლილებების და არც მოლოდინი არ გვაქვს ამ ცვლილებების. ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ იყო პრემიერმინისტრის ცვლილება. საბოლოო ჯამში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთლიანობაში პარტიული და ასევე სამთავრობო ვერტიკალები უნდა ყოფილიყო გამართული, უკეთესად უნდა იმუშაოს და ამ ჭრილში ის ცვლილებები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში მიმდინარეობს ასევე არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ნამდვილად განახლებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მთავრობის ცვლილებას ვგეგმავდეთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42