"დროებით უკან დახევა" - მესამე სექტორი მოსამართლეთა თვითაცილებას აფასებენ
პოლიტიკა - 17:42, 21 Jan, 2019     803
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნას აფასებენ.


მათი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ახალი კრიტერიუმები შემუშავდეს და კლანური მმართველობის მსურველებს არ მიეცეთ, უვადოდ გამწესების შესაძლებლობა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე მოსამართლეთა განცხადებას უკან დახევას უწოდებს.

„ამ გადაწყვეტილების მიზანი არის უკან დახევა დროებით, რომ შემდგომ, საბოლოოდ მაინც კლანმა მოახერხოს უზენაეს სასამართლოში თანამდებობის დაკავება, ამიტომ, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ბუნებრივია. ჩვენი ბრძოლა არის იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებობდეს ნათელი და ცხადი პროცედურები, რომლითაც შეირჩევა კანონით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატები,“ - ამბობს მშვენიერაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრული მობილიზების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა თავიდან აიცილონ სასამართლოში კლანური მმართველობა.

„ეს არ არის დიდი გამარჯვება, ეს არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი გამარჯვების მიმართულებით გადადგმული. დღეს მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველა ჯგუფის მობილიზაცია მოხდეს იმისთვის, რომ ის კლანი, რომელიც სასამართლოშია, მან აღარ ითარეშოს სასამართლოში და მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42