უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათივე კანდიდატმა საქართველოს პარლამენტს მიმართა და თვითაცილება მოითხოვა. აღნიშნულს გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებით ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ სასამართლოში არსებობს კლანური მმართველობა:
„გასაგებია, რომ ამ სიაში არის მიქაუტაძეც, გვრიტიშვილიც თავად საბჭოს წევრები, მაგრამ ეს ათივე ადამიანი ერთნაირად რომ ფიქრობს, ესეც საეჭვოა. რამდენიმე მათგანს რომ მისცემოდა შესაძლებლობა, გამოსულიყვნენ გასაუბრებაზე და ღიად დაეცვათ თავისი პოზიცია, შეიძლება ასეთ მდგომარეობაში არც კი აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეს ადასტურებს, რომ კლანი მუშაობს. რაც შეეხება შედეგებს, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება, რა შედეგიც დადგა, ის დარჩება ძალაში. ირაკლი კობახიძემ დაახლოებით 10 დღის წინ განაცხადა, რომ კენჭისყრაზე ეს სია არ გავიდოდა. პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ კენჭისყრაზე ეს ხალხი არ დადგებოდა და არც დადგა. ეს განცხადება თითქმის ერთი თვის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარია. ეს უბრალოდ წინასაკონფერენციოდ გააკეთეს. უახლოეს დღეებში მოსამართლეთა კონფერენციაა ჩანიშნული და შესაბამისად, ისინი ამ თამაშიდან გადიან თავისი ნებით, ასე შენიღბეს ეს პროცესი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






