სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამო მომჩივნების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა
პოლიტიკა - 18:07, 21 Jan, 2019     487

2019 წლის 17 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ საქმეზე − „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ − წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე − „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა.

საქმე „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბერს მომჩივნის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და შემდგომში ამ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების გადამეტების შედეგად მომჩივანმა მიიღო დაზიანებები, რაც უტოლდებოდა არაადამიანურ მოპყრობას. ფაქტზე არ ჩატარებულა სრულყოფილი, ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სტრასბურგის სასამართლომ წამების აკრძალვის (მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა.

რაც შეეხება საქმეს − „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივანი აცხადებდა, რომ 2007-2009 წლებში საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა უარი განაცხადეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე, რომლებსაც შეეძლოთ მისი უდანაშაულობის დადასტურება.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „d“ ქვეპუნქტი) დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, შიდა სასამართლოების წინაშე წარედგინა მტკიცებულება (მოწმეთა დაკითხვის სახით), რასაც მისი უდანაშაულობის დამტკიცება შეეძლო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42