გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის ფარგლებში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემასა და შუალედურ არჩევნებზე იმსჯელეს. ოპოზიცია გამოსავალს პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაში ხედავას.
„ძალა ერთობაშია“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას უცხოელი ექსპერტების ჯგუფი, რომლებსაც მიეცემათ ვეტოს მინიჭების საშუალება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავს შემთხვევაში ისეთი მოსამართლეები, როგორებიც არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე გასაუბრების გავლას ვეღარ შეძლებენ:
“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მაშინ როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეები, რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული „ოცნების“ ზონდერები, ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ამბავი. როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საჭირო არის შეიქმნას ექსპერტთა საბჭო, რომელშიც იქნებიან არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ, უცხოელები, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი სამართლებრივი, ცხოვრებისეული, მორალური გამოცდილება იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკონ ის კანდიდატები რომლებიც არ იმსახურებენ არანაირად მოსამართლის მაღალ წოდებას,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






