ამდენი ფული, ამდენი ენერგია, რატომ გაისროლეს ჰაერში? ამაზე პასუხს არავინ აგებს“ - დიმიტრი შაშკინი პედაგოგთა კრედიტქულების დაგროვების სიტემის გაუქმებაზე
პოლიტიკა - 15:14, 21 Jan, 2019     975

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება.

ამის შესახებ მან სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ზოგადი განათლების მიმართულებით სქემაზე ისაუბრეს. მისი თქმით, ყველაფერი ეს გაკეთებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად და რადგან მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი და არა ქაღალდები, სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილება.

განათლების სამინიტროს ახალ ინიციატივას, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმაურება. „ნიუპოსტთან“ საუბრისას შაშკინი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განათლების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაუქმნდა, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის უსაფუძვლო ხარჯვა:

„2012 წლის არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლსითანავე პირველი დარტყმა მიაყენა განათლების სისტემას და დაიწყო დიდი ენთუზიაზმით იმ რეფორმების გაფუჭება, გაუქმება, დანგრევა, რომელიც ტარდებოდა ამ მნიშვნელოვან სფეროში. ზოგი რეფორმა იყო გაუქმებული და გაჩერებული ოლიგარქის მოთხოვნით, ზოგი სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის ინიციატივით, ამას პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ასე გაუქმდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა და საზოგადოებას უთხრეს, რომ ჯერ თბილისში იპოდრომზე ავაშენებთო, მერე - ქუთაისშიო, არც იპოდრომზე და არც ქუთაისში არაფერი აშენდა. გაუქმდა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა, ამაზე ბევრი საუბარი იყო.

თუმცა, საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი იმიტომ, რომე ეხებოდა ხალხს, რომელიც უშუალოდ მუშაობდნენ სკოლებში, რომ გაუქმდა მასწავლებლების სასერტიფიკაქციო პროგრამა, ბოლომდე მიწასთან გაასწორეს მასწავლებლის სახლის კონცეფცია, იმის ნაცვლად, რომ პედაგოგებს დახმარებოდნენ კვალიფიკაციის ამაღლებაში, ძალიან კარგ მოგზაურობებში დადიოდნენ ლონდონში და პარიზში ამ შვიდი წლის განმავლობაში“, - განაცხადა შაშკინმა.

შაშკინის თქმით, განათლების სამინისტრო უბრუნდება იმავე პროგრამას, რაც არსებობდა 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში ფული და ენერგია უაზროდ დაიხარჯა მაშინ, როცა შესაძლებელი იყო მასწავლებელთა სერტიფიცირების პროგრამა ბოლომდე მისულიყო:

„ამის ნაცვლად, პედაგოგებს შესთავაზეს კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა, რომელის შექმნაზეც დაიხარჯა უამრავი ფული, ასობით ათასი დაიხარჯა ამაზე, შეიყვანეს ძალაში მინისტრის ბრძანებით, გავიდა ექვსი წელი და 2019 წელს განათლების ახალმა მინისტრმა თქვა, რომ თურმე, ამ პროგრამამ არ გაამრთლა და განათლების სამინისტროს პოზიციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრუნდებიან იმ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით 2012 წლამდე, ანუ კვლავ იქნება სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგებისთვის და იმ გაუგებარი სქემის ნაცვლად, რომელშიც ათი ათასობით ლარი დაიხარჯა, ახლა კვლავ იქნება იგივე სქემა, პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით 2012 წლამდე. კარგია, რომ დაინახეს, კარგია, რომ ცუდი იქნება აღმოფხვრილი, თუმცა მაქვს შეკითხვა - 7 წელი, ამდენი ფული, ამდენი ენერგია, რატომ გაისროლეს ჰაერში? ეს რეფორმა რომ არ გაჩერებულიყო, 7 წლის განმავლობაში რამდენი კარგი გაკეთდებოდა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით? ერთ წელიწადში, როდესაც ეს რეფორმა დავიწყეთ, მოვახერხეთ, რომ ყოველი მესამე პედაგოგი ყოფილიყო სერტიფიცირებული, შვიდ წელიწადში ხომ დავამთავრებდით სერტიფიცირების პროცესს? ხომ გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ უამრავი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ჩაეტარებინათ ჩვენი პედაგოგებისთვის,უამრავი პედაგოგი იქნებოდა ძალიან მაღალ დონეზე მომზადებული“, - აღნიშნა განათლების ყოფილმა მინისტრმა.

დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ჩამორჩება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესს, ამაზე კი პასუხს არავინ აგებს:

„დაანგრიეს არსებული პროგრამა 2012 წელს, შექმნეს უაზრო პროგრამა, რომელსაც მაშინვე ამბობდნენ სიცოცხლე არ ეწერა, მთელი მსოფლიო გაურბის ბიუროკრატიულ ბორკილებს და ამ პროგრამით, პედაგოგებს უნდა დაადონ ბიუროკრატიული ბორკილები. ჯიუტად დახარჯეს 100 ათასობით ლარი, გაანადგურეს ყველაფერი, რაც კარგი იყო და ახლა ყველაფერი უბრუნდება იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 2012 წელს, თუმცა 7 წელი დარჩა ჰაერში, არავინ ამაზე პასუხს არ აგებს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ შვიდი წელია, როგორც ციყვები ისე ვტრიალებთ და წინ ვერ მივდივართ, მაშინ, როცა მსოფლიოში განათლება წინ მიდის ძალიან სწრაფად, სამწუხაროდ ჩვენი ბავშვები, ამ შეჯიბრში, რომელსაც გლობალიზაცია ჰქვია მოუმზადებლები შემოდიან, იმის გამო, რომ სახელმწიფო ასეთ მავნებლობებს აკეთებს“, - განმარტავს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42